საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED). პროექტის ერთ-ერთ კომპონენტს წამოადგენს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა, რომელიც გულისხმობს მუნიციპალიტეტებს შორის კონკურსის გამოცხადებას წარმატების მაგალითების გამოვლენის მიზნით. საუკეთესო პრექტიკის პროგრამის განსახორციელებლად შეიქმნა პროგრამის მმართველი კომიტეტი, რომლის შემადგენლობაშიც არიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის, ასევე, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ხელმძღვანელი პრები, აღიარებული ექსპერტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის მმართველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, დაიწყო საკონკურსო განაცხადების მიღება 2017-2018 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. მუნიციპალიტეტებს ეძლევათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში შეარჩიონ და საკონკურსოდ წარადგინონ მუნიციპალიტეტში არსებული წარმატებული პრაქტიკა შემდეგ თემატიკაზე:

პროგრამის ფარგლებში, გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით, ჩატარდება რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები.

დეკემბრის ბოლოს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის მმართველი კომიტეტი წარმოდგენილი განაცხადების საფუძველზე გამოავლენს და დააჯილდოებს 10 წარმატებულ მუნიციპალიტეტს.

საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 18 ნოემბერი. გთხოვთ შევსებული განაცხადის ფორმა, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად გადმოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: bp@nala.ge.

გისურვებთ წარმატებებს!